თემა | ლაჯანურის ხეობის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების გამოკვლევა |
პრობლემა | მოსწავლეებმა არ იციან როგორ ხდება კვლევა და რისთვისაა საჭირო იგი |
სამიზნე ჯგუფი | VIკლასი |
დრო | 2 კვირა |
მნიშვნელობა -აქტუალობა | ლაჯანურის ხეობის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის და შემცირების მიზეზების დადგენა და პრობლემის მოგვარების გზები |
მიზანი-შედეგი | მოსწავლეებმა ისწავლონ კვლევის ჩატარების ხერხები,კვლევის სიზუსტის მნიშვნელობა . გამოიყენონ და შექმნან ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებები(ცხრილი,ფოტო,სქემა) გამოიკვლიონ საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები. VI-17-II,VI-17-10 |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან როგორ იცვლება საერთოდ მოსახლეობის რიცხოვნობა .რას ჰქვია ბუნებრივი და მექანიკური ცვლილება .რა არის მოკვდაობის გამომწვევი მიზეზები.გასულ საუკუნესთან შედარებით როგორია ბუნებრივი ნამატი საქართველოში დღეს |
რესურსი(ტექნიკური -სასწავლო) | წიგნი ,,ჩვენი საქართველო’’(მ.სურგულაძე,ნ. მინდაძე),ინტერნეტით მოძიებული მასალა,რვეული,ავტოკალამი,კომპიუტერი |
მსვლელობა -ძირითადი აქტივობები | ა)თემის გაცნობა და მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა ,მათზე სოფლების განაწილება. Iჯგუფი-ხელმძღვანელი თ.გიორგობიანი გამოკვლევს სოფელ გაგულეჩს; II ჯგუფი-ხელმძღვანელი ნ.სილაგაძე გამოიკვლევს სოფელ ლეშკედას; III ჯგუფი-ხელმძღვანელი ნ. ლაკვეხელიანი გამოიკვლევს სოფელ ლაჯანას; IV ჯგუფი- ხელმძღვანელი გ.გორგასლიძე გამოიკვლევს დაბა ლაჯანას. ბ)უნდა გამოიკვლიონ :1.რამდენი ადამიანია 80 წელს მიღწეული და გადაცილებული 2. რამდენი ადამიანია 60 წელს გადაცილებული 3.რამდენი ბავშვია 5 წლის და მის ქვემოთ 4. რამდენი ქალია ფეხმძიმე 5 რამდენი ოჯახია დაკეტილი დრო 17-Xდან 27-Xმდე გ) შეგროვილი მასალის გაცნობა და შეჯამება 28-29 კვლევის წარდგინება- თ. გიორგობიანი 1-ნოემბერი |
პორტფოლიო
вторник, 23 октября 2012 г.
კრიტერიუმი | 1-3 | 4-6 | 7-8 | 9-10 |
მსჯელობს საქართველოს რუკის შესახებ | ვერ ერკვევა პირობით ნიშნებში | კარგად არ იცის პირობითი ნიშნები, ამიტომ უჭირს რუკის წაკითხვა,მაგრამ პოულობს საქართველოს კუთხეებს | ერკვევა პირობით ნიშნებში.შეუძლია რუკაზე მონახოს საზღვრები, მდინარეები,ტბები | კარგად ერკვევა საზღვრებში.რუკაზე ადვილად ნახულობს მთებს, დაბლობებს, მდინარეებს , ზღვებს და უღელტეხილებს |
მსჯელობს შიდა ქართლის მდებარეობაზე,მოსაზღვრე კუთხეებსა და ქვეყანაზე. | არ შეუძლია მსჯელობა შიდა ქართლის საზღვრებზე . | ნაწილობრივ ნახულობს შიდა ქართლის საზღვრებს,მაგრამ უჭირს მსჯელობა | ნახულობს შიდა ქართლის საზღვრებსადა ასახელებს მოსაზღვრე კუთხეებს | მსჯელობს კარგად შიდა ქართლის მდებარეობაზე,საზღვრებზე და იმ პრობლემაზე ,რომელიც გააჩნია შიდა ქართლს |
განიხილავს შიდა ქართლის მოსახლეობას, მეურნებას და ღირსშესანიშნაობებს | ვერ მსჯელობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე,ვერ ასახელებს ღირსშესანიშნაოებს | საუბრობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე , მაგრამ ვერ ასახელებს ღირსშესანიშნაობებს | მსჯელობს მოსახლეობაზე , მეურნეობაზე.სრულად ვერ ასახელებს ღირსსესანიშნაობებს | კარგად მსჯელობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე,აგრეთვე ღირსშესანიშნაობებზე. |
გაკვეთილის თემა | საქართველოს კუთხეები.შიდა ქართლი |
სწავლების საფეხური | I საფეხური Vკლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 5 მოსწავლე |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საქართველო და მისი კუთხეები,ამ კუთხეების მდებარეობა,მოსახლეობა,მეურნეობა და ღირსშესანიშნაობები.საქართველოსა და მისი ცალკეული კუთხეების საზღვრები |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მოსწავლემ უნდა შეძლოს რუკაზე : საქართველოს ერთ-ერთი კუთხის -შიდა ქართლის მოძებნა ,დადგენა იმისა თუ რომელი კუთხე ან ქვეყანა ესაზღვრება ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, შეძლოს შიდა ქართლის რუკის წაკითხვა,თუ რომელი ქედებით არის შემოსაზღვრული იგი,რომელი ტბა ,რომელი წყალსაცავი და ღირსშესანიშნაობებია ამ კუთხეში. |
წინასწარი ცოდნა | საქართველოს კუთხეების დასახელება,მისი მოსაზღვრე ქვეყნები,საზღვრის სიგრძე.რომელ კუთხესთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | შეფასების რუბრიკა |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | რუკა,კონტურული რუკა,დაფა, ცარცი,რვეული,თაბახის ფურცლები,პასტა,ფერადი ფანქრები,ქსეროქსი,კომპიუტერი,გრაფ-პროექტორი |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | საორგანიზაციო საკითხები-2წუთი გამოწვევის ფაზა - 1 7 წუთი გრაფპროექტორის საშუალებით წავიკითხავთ ნაწყვეტს აკ.წერეთლის ლექსიდან,,ნათელას სიმღერა’’. კითხვა-პასუხი 1.საქართველოს რომელი კუთხეები იცით? 2.რომელ კუთხეში ყოფილხართ ? 3.საქართველო ერთ მთლიან ჩონგურს წარმოადგენს,თითოეული კუთხე მისი სიმია.თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი სიმია გაწყვეტილი? გაიმართება საუბარი ამის შემდეგ ბავშვებს მივცემ კონტურულ რუკას(თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილს) და ვთხოვ გააფერადონ ის კუთხეები სადაც ,,სიმია გაწყვეტილი’’. ყურადღებას გავამახვილებთ შიდა ქართლზე. შინაარსის რეალიზება- 18წუთი დაფაზე წრეში ჩავწერ სიტყვას ,,შიდა ქართლი’’და გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ რა იციან ამ კუთხის შესახებ. რუკაზე მოხაზავენ ბავშვები შიდა ქართლს.გაარკვევენ რომელი კუთხე ები და ქვეყანა ესაზღვრება მას.რომელი მდინარეები მიედინება,რომელი ტბა,რომელი წყალსაცავია იქ.რომელი უღელტეხილით უკავშირდება მის მეზობელ კუთხეს და ქვეყანას. გრაფ-პროექტორის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით მასალას,რომელიც ინტერნეტიდან იქნება ამოღებული. საკლასო წერას ჩავატარებ დანართი ნომერ ერთის მიხედვით. გამთლიანება- 8წუთი გაკვეთილს შევაჯამებ კითხვა-პასუხით და შევაფასებმოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით დავალება- პარაგრაფი 23 .მოიძიეთ ცნობები და ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ. |
Подписаться на:
Сообщения (Atom)