вторник, 23 октября 2012 г.

გაკვეთილის თემა     საქართველოს კუთხეები.შიდა ქართლი
სწავლების საფეხურიI საფეხური  Vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობამოსწავლე
  გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საქართველო და მისი კუთხეები,ამ კუთხეების მდებარეობა,მოსახლეობა,მეურნეობა და ღირსშესანიშნაობები.საქართველოსა და მისი ცალკეული კუთხეების საზღვრები
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიმოსწავლემ უნდა შეძლოს რუკაზე საქართველოს ერთ-ერთი კუთხის -შიდა ქართლის მოძებნა ,დადგენა იმისა თუ რომელი კუთხე ან ქვეყანა ესაზღვრება ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, შეძლოს შიდა ქართლის რუკის წაკითხვა,თუ რომელი ქედებით არის შემოსაზღვრული იგი,რომელი ტბა ,რომელი წყალსაცავი და ღირსშესანიშნაობებია ამ კუთხეში.
წინასწარი ცოდნასაქართველოს კუთხეების დასახელება,მისი მოსაზღვრე ქვეყნები,საზღვრის სიგრძე.რომელ კუთხესთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები.
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებირუკა,კონტურული რუკა,დაფა, ცარცი,რვეული,თაბახის ფურცლები,პასტა,ფერადი ფანქრები,ქსეროქსი,კომპიუტერი,გრაფ-პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტისაორგანიზაციო საკითხები-2წუთი
გამოწვევის ფაზა -      1 7 წუთი
გრაფპროექტორის საშუალებით წავიკითხავთ ნაწყვეტს აკ.წერეთლის ლექსიდან,,ნათელას სიმღერა’’.
კითხვა-პასუხი
1.საქართველოს რომელი კუთხეები იცით?
2.რომელ კუთხეში ყოფილხართ  ?
3.საქართველო ერთ მთლიან ჩონგურს წარმოადგენს,თითოეული კუთხე მისი სიმია.თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი სიმია გაწყვეტილი?

გაიმართება საუბარი
ამის შემდეგ ბავშვებს მივცემ კონტურულ  რუკას(თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილს) და ვთხოვ გააფერადონ ის კუთხეები სადაც ,,სიმია გაწყვეტილი’’.
ყურადღებას გავამახვილებთ შიდა ქართლზე.
შინაარსის რეალიზება-   18წუთი
დაფაზე წრეში ჩავწერ სიტყვას ,,შიდა ქართლი’’და გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ რა იციან ამ კუთხის შესახებ.
რუკაზე მოხაზავენ ბავშვები შიდა ქართლს.გაარკვევენ რომელი კუთხე ები და ქვეყანა ესაზღვრება მას.რომელი მდინარეები მიედინება,რომელი ტბა,რომელი წყალსაცავია იქ.რომელი უღელტეხილით უკავშირდება მის მეზობელ კუთხეს და ქვეყანას.
გრაფ-პროექტორის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით მასალას,რომელიც ინტერნეტიდან იქნება ამოღებული.
საკლასო წერას ჩავატარებ დანართი ნომერ ერთის მიხედვით.
     გამთლიანება-   8წუთი
გაკვეთილს შევაჯამებ კითხვა-პასუხით და შევაფასებმოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით
     დავალება-   პარაგრაფი 23 .მოიძიეთ ცნობები და ლეგენდა
 ბაზალეთის ტბის შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий