вторник, 23 октября 2012 г.

თემალაჯანურის ხეობის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების გამოკვლევა
პრობლემამოსწავლეებმა არ იციან როგორ ხდება კვლევა და რისთვისაა საჭირო იგი
სამიზნე ჯგუფიVIკლასი
დრო2 კვირა
მნიშვნელობა -აქტუალობალაჯანურის ხეობის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის და შემცირების მიზეზების დადგენა და პრობლემის მოგვარების გზები
მიზანი-შედეგიმოსწავლეებმა ისწავლონ კვლევის ჩატარების ხერხები,კვლევის სიზუსტის მნიშვნელობა .
გამოიყენონ და შექმნან ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებები(ცხრილი,ფოტო,სქემა)
გამოიკვლიონ საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
VI-17-II,VI-17-10
წინარე ცოდნამოსწავლეებმა იციან როგორ იცვლება საერთოდ მოსახლეობის რიცხოვნობა .რას ჰქვია ბუნებრივი და მექანიკური ცვლილება .რა არის მოკვდაობის გამომწვევი მიზეზები.გასულ საუკუნესთან შედარებით როგორია ბუნებრივი ნამატი საქართველოში დღეს
რესურსი(ტექნიკური -სასწავლო)წიგნი ,,ჩვენი საქართველო’’(მ.სურგულაძე,ნ. მინდაძე),ინტერნეტით მოძიებული მასალა,რვეული,ავტოკალამი,კომპიუტერი
მსვლელობა -ძირითადი აქტივობებია)თემის გაცნობა და მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა ,მათზე სოფლების განაწილება.
Iჯგუფი-ხელმძღვანელი თ.გიორგობიანი გამოკვლევს სოფელ გაგულეჩს;
II ჯგუფი-ხელმძღვანელი ნ.სილაგაძე გამოიკვლევს სოფელ ლეშკედას;
III ჯგუფი-ხელმძღვანელი ნ. ლაკვეხელიანი გამოიკვლევს სოფელ ლაჯანას;
IV ჯგუფი- ხელმძღვანელი გ.გორგასლიძე გამოიკვლევს დაბა ლაჯანას.
ბ)უნდა გამოიკვლიონ :1.რამდენი ადამიანია 80 წელს მიღწეული და გადაცილებული
2. რამდენი ადამიანია 60 წელს გადაცილებული
3.რამდენი ბავშვია 5 წლის და მის ქვემოთ
4. რამდენი ქალია ფეხმძიმე
5 რამდენი ოჯახია დაკეტილი
დრო 17-Xდან 27-Xმდე
გ) შეგროვილი მასალის გაცნობა და შეჯამება 28-29
კვლევის წარდგინება-  თ. გიორგობიანი   1-ნოემბერი
კრიტერიუმი1-34-67-89-10
მსჯელობს საქართველოს რუკის შესახებვერ ერკვევა პირობით ნიშნებშიკარგად არ იცის პირობითი ნიშნები, ამიტომ უჭირს რუკის წაკითხვა,მაგრამ პოულობს საქართველოს კუთხეებსერკვევა პირობით ნიშნებში.შეუძლია რუკაზე მონახოს საზღვრები, მდინარეები,ტბებიკარგად ერკვევა საზღვრებში.რუკაზე ადვილად ნახულობს მთებს, დაბლობებს, მდინარეებს , ზღვებს და უღელტეხილებს
მსჯელობს შიდა  ქართლის მდებარეობაზე,მოსაზღვრე კუთხეებსა და ქვეყანაზე.არ შეუძლია მსჯელობა შიდა ქართლის საზღვრებზე .ნაწილობრივ ნახულობს შიდა ქართლის საზღვრებს,მაგრამ უჭირს მსჯელობა ნახულობს შიდა ქართლის საზღვრებსადა ასახელებს მოსაზღვრე კუთხეებსმსჯელობს კარგად შიდა ქართლის მდებარეობაზე,საზღვრებზე და იმ პრობლემაზე ,რომელიც გააჩნია შიდა ქართლს
განიხილავს შიდა ქართლის მოსახლეობას, მეურნებას და ღირსშესანიშნაობებსვერ მსჯელობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე,ვერ ასახელებს ღირსშესანიშნაოებსსაუბრობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე , მაგრამ ვერ ასახელებს ღირსშესანიშნაობებსმსჯელობს მოსახლეობაზე , მეურნეობაზე.სრულად ვერ ასახელებს ღირსსესანიშნაობებსკარგად მსჯელობს მოსახლეობასა და მეურნეობაზე,აგრეთვე ღირსშესანიშნაობებზე.

გაკვეთილის თემა     საქართველოს კუთხეები.შიდა ქართლი
სწავლების საფეხურიI საფეხური  Vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობამოსწავლე
  გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საქართველო და მისი კუთხეები,ამ კუთხეების მდებარეობა,მოსახლეობა,მეურნეობა და ღირსშესანიშნაობები.საქართველოსა და მისი ცალკეული კუთხეების საზღვრები
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიმოსწავლემ უნდა შეძლოს რუკაზე საქართველოს ერთ-ერთი კუთხის -შიდა ქართლის მოძებნა ,დადგენა იმისა თუ რომელი კუთხე ან ქვეყანა ესაზღვრება ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, შეძლოს შიდა ქართლის რუკის წაკითხვა,თუ რომელი ქედებით არის შემოსაზღვრული იგი,რომელი ტბა ,რომელი წყალსაცავი და ღირსშესანიშნაობებია ამ კუთხეში.
წინასწარი ცოდნასაქართველოს კუთხეების დასახელება,მისი მოსაზღვრე ქვეყნები,საზღვრის სიგრძე.რომელ კუთხესთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები.
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებირუკა,კონტურული რუკა,დაფა, ცარცი,რვეული,თაბახის ფურცლები,პასტა,ფერადი ფანქრები,ქსეროქსი,კომპიუტერი,გრაფ-პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტისაორგანიზაციო საკითხები-2წუთი
გამოწვევის ფაზა -      1 7 წუთი
გრაფპროექტორის საშუალებით წავიკითხავთ ნაწყვეტს აკ.წერეთლის ლექსიდან,,ნათელას სიმღერა’’.
კითხვა-პასუხი
1.საქართველოს რომელი კუთხეები იცით?
2.რომელ კუთხეში ყოფილხართ  ?
3.საქართველო ერთ მთლიან ჩონგურს წარმოადგენს,თითოეული კუთხე მისი სიმია.თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი სიმია გაწყვეტილი?

გაიმართება საუბარი
ამის შემდეგ ბავშვებს მივცემ კონტურულ  რუკას(თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილს) და ვთხოვ გააფერადონ ის კუთხეები სადაც ,,სიმია გაწყვეტილი’’.
ყურადღებას გავამახვილებთ შიდა ქართლზე.
შინაარსის რეალიზება-   18წუთი
დაფაზე წრეში ჩავწერ სიტყვას ,,შიდა ქართლი’’და გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ რა იციან ამ კუთხის შესახებ.
რუკაზე მოხაზავენ ბავშვები შიდა ქართლს.გაარკვევენ რომელი კუთხე ები და ქვეყანა ესაზღვრება მას.რომელი მდინარეები მიედინება,რომელი ტბა,რომელი წყალსაცავია იქ.რომელი უღელტეხილით უკავშირდება მის მეზობელ კუთხეს და ქვეყანას.
გრაფ-პროექტორის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით მასალას,რომელიც ინტერნეტიდან იქნება ამოღებული.
საკლასო წერას ჩავატარებ დანართი ნომერ ერთის მიხედვით.
     გამთლიანება-   8წუთი
გაკვეთილს შევაჯამებ კითხვა-პასუხით და შევაფასებმოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით
     დავალება-   პარაგრაფი 23 .მოიძიეთ ცნობები და ლეგენდა
 ბაზალეთის ტბის შესახებ.